„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული 1967 წელსაა დაბადებული. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობა და საქართველოს მოქალაქეების დაკავება – გალში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს