ლევან იზორია: მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს კათილიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გონიოში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის თანაგრძნობა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ვგრძნობდით ცალკეული მოქალაქისგანაც. ეს არის გამოხატულება, რომ ყველა ზრუნავს თითოეულ ჯარისკაზე“, – განაცხადა თავდაცვის მონისტრმა ლევან იზორიამ ზღვაში დაკარგული ორი ჯარისკაცის პატივის მიგების ცერემონიაზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  არავის პააუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს მომხდართან დაკავშირებით.

“მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ. მე ამაზე ვისაუბრე და ახალს ვერაფერს გეტყვით, პროცესში ჩართულოა პროკურატურა და მის სამართლებლივ შეფასებას უახლოეს ხანში მოისმენთ“, – აღნიშნა იზორიამ.

რაც შეეხება  ინფორმაციას, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული თურქული გემის მსგავსი, ილიაუნშიც არსებობს,  მინისტრმა განაცხადა, რომ თურქული გემი, რომელიც ჩართული იყო დაკარგული სამხედროების ძებნის პროცესში, ძალიან ძვირად ღირებულია და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ამაში მშობლებიც დარწმუნენ,  როცა კაპიტანს ესაუბრნენ.

„არა მგონია, რომელიმე უმაღლეს დაწესებულებას ქონდეს მსგავსი აღჭურვილობის გემი“,-აღნიშნა იზორიამ და აღნიშნა, რორომ სამძებრო სამუშაოებს ქართული მხარე გააგრძელებს.

გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელი

banner
წინა სტატიაშიხობში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი ნაპოვნია
შემდეგი სტატიალევან იზორია: ჯარისკაცი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს წვრთნებზეც და მშვიდობიანობის დროსაც