ლატვიელმა პენსიონერმა ჟანგიანი მანქანა 12 ტონა კოკა-კოლაში ,,აბანავა,, (VIDEO)

ლატვიელ პენსიონერს 12000 ლიტრი კოკა-კოლა დასჭირდა ექსპერიმენტისათვის, რომლითაც საკუთარი ძველი ავტომობილისთვის ჟანგი უნდა მოეშორებინა.
პენსიონერმა სპეციალური ორმო ამოთხარა, რომელშიც პოლიეთილენის პარკი ჩააფინა და შიგ 12000 ლიტრი კოკა-კოლა და 40 კილო სოდა ჩაასხა. ამის შემდეგ კი საკუთარი ძველი ,,აუდით,, გამოექანა და მანქანა პირდაპირ კოკა-კოლას ,,აბაზანაში,, ჩააგდო… თუმცა გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, გაუგებარი დარჩა რამდენად გაასუფთავა ჟანგისაგან ძველი ავტომობილი კოკა-კოლას ,,აბაზანამ,,
როგორც ლატვიელი პენსიონერი აცხადებს, მას ეს ,,აქცია,, – 8000 ევრო დაუჯდა… აქედან 2000 ევრო მისი ერთი თვის პენსია იყო, ხოლო დანარჩენი თანხა მან შვილებს დასცინცლა, თითქოს სამკურნალოდ წირდებოდა.
გადაღებული ვიდეო პენსიონერმა ,,იუთუბზე,, განათავსა, სადაც მის ,,დალაიქებას,, ითხოვს.
ვიდეო:

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ,,ოკეან ელზიმ,, თბილისში პირველად იმღერა ქართულად
შემდეგი სტატიაქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ