ლაშა ნაცვლიშვილი : დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება სწორად და დროულად დაიწყო

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება სწორად და დროულად დაიწყო.

როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, ის რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დაკავებული არ არის, ამას ობიექტური გარემოებები აქვს.

„ჩავარდნა არ არის. ის, რომ დაკავებული არ არის, ამას აქვს ობიექტური გარემოებები, რომ შეგროვილიყო მტკიცებულებები, რათა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა. ერთადერთი რაზეც შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილება იყოს, ეს არის, თუ რატომ არის ბრალდებული მიმალული. ის აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. მოქალაქე, ადამიანი დაბრუნდა პრიორიტეტებში და არ არის სწორი თითქოს ვინმე ვინმეს ხელს აფარებს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს