კობა ლურსმანაშვილი: სოციალური მიმართულებები მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება

ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარება, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებიას” საპარლამენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატები ყავს წარდგენილი.

„საპარლამენტო ახალი გუნდი, რომელიც არჩევნების შედეგად ნდობის მანდატით იქნება აღჭურვილი შეეცდება, საპარლამენტო ბაზის მოყვანას იმ სტანდარტებთან, რომელიც საჭიროა თვითმმართველობის განვითარებისთვის. მოქალაქეთა დასაქმება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასევე სოციალური მიმართულებები, რაც ძალიან კარგად მოწესრიგდა, მომავალში კიდევ დაიხვეწება“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

კობა ლურსმანაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა დღეს ხარაგაულის მცხოვრებლებს „ქართული ოცნების“ მაჟორიატრო დეპუტატობის კანდიდატად წარგუდგინა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი სტატუსშეჩერებული სტუდენტების რეგისტრაციას იწყებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:პოლონელი ანარქისტები ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტის წინააღმდეგ