“კითხვები არსებობს და ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს”-ირაკლი კობახიძე სპეცოპერაციას გამოეხმაურა

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხებს პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცავებისგან ელის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და მას შემდეგ რაც კონკრეტული უწყებებისგან მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას შესაძლებელია, რომ დაიწყოს მსჯელობა საპარლამენტო ფორმატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სპეცოპერაციას ამასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავების მხრიდან. ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით ისინი ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს თუ რამდენად იქნება საჭირო, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად. კითხვები არსებობს და ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ ჩვენ არ გვაქვს და ეს არის ბუნებრივი,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ეს ჭორი იყო, ეს იყო ცილისწამება“- პატრიარქის მოსაყდრე რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკრიზისი საპატრიარქოში და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა – თეოლოგები პატრიარქის მოსაყდრის დანიშვნის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ