კიმ კარდაშიანი ტრამპს თავისი ბებია-ნარკომოვაჭრის შეწყალებას სთხოვს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 30, 2018 23:32

კიმ კარდაშიანი ტრამპს თავისი ბებია-ნარკომოვაჭრის შეწყალებას სთხოვს

კიმ კარდაშიან-ვესტი თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, რომ მას 62 წლის ბებიის ციხიდან განთავისუფლება სთხოვოს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ნარკოტიკების რეალიზაციის გამო.
ტელევარსკვლავმა ელის ჯონსონის განთავისუფლებისთვის მოლაპარაკებების წარმოება დონალდ ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან დაიწყო, რომელსაც ივანკა ტრამპმა დააკავშირა. დღეს, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე კიმ კარდაშიანი ჯერ კუშნერთან გამართავს სატელეფონო დიალოგს.
ელის ჯონსონი 20 წელზე მეტია სასჯელს იხდის ნარკოტიკების გავრცელება-შენახვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ვადამდელი განთავისუფლების უფლების გარეშე.

კარდაშიანი დონალდ ტრამპთან ციხის რეფორმებზე ისაუბრებს – “ინდეფენდენტი” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 30, 2018 23:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics