“ყოველ დილით, facebook-ზე დავწერ, რომ 26 მაისს, მე ვიქნები თავდაცვის მინისტრი“

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ უპასუხა “რესპუბლიკელი” მინისტრების მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების თემაზე დასმულ შეკითხვას.

იქნება თუ არა კვლავ თანამდებობაზე 26 მაისის და ვარშავის სამიტისთვის თინათინ ხიდაშელი, ამ შეკითხვას თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში უპასუხა.

“ყოველ დილით, facebook-ზე დავწერ, 26 მაისს, ვიქნები მინისტრი ან მე ვარშავის სამიტზე, ვიქნები თავდაცვის მინისტრი. ეს ყველაფერი უკვე არასერიოზულ სახეს იღებს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაამტკიცა
შემდეგი სტატიაკიოლნში კაფემ მენიუში “ერდოღან-ბურგერი” ისევ დააბრუნა