ხონის ტყეში ქურდულ გარჩევას სროლა მოჰყვა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 17, 2017 11:50

ხონის ტყეში ქურდულ გარჩევას სროლა მოჰყვა

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გუშინ ხონის რაიონში, ივანდიდის ტყეში მწყემსებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი იპოვეს. მას პირის ღრუში ნასროლი ჰქონდა იარაღი. “თაიმერის” ინფორმაციით, დაჭრილი გვარად მანჯგალაძეა, რომელიც სოფელ დიდ ჯიხაიში ცხოვრობს. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.
როგორც “თაიმერის” წყარო აცხადებს, დაჭრას წინ უძღოდა ე.წ. ქურდული გარჩევა. წყაროს ცნობით, დაჭრილი სასტიკი ნაცემიც იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “თაიმერის”განუცხადეს , გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 17, 2017 11:50

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,330
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics