ყიზილაჯლოს ინციდენტზე საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოშო მომხდარ ინცდიენტს ეხმაურება:

“# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყიზილაჯლო), ასევე მის გარე პერიმეტრზე უკიდურესად დაიძაბა ვითარება, იმდენად რამდენადაც ერთამნეთს დაუპირისპირდნენ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნის შიგნით, კერძოდ „ქართული ოცნაბა-დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“.

ამ დაპირისპირებაში ასევე ჩაერთო სხვა პოლიტიკური პარტიის, კერძოდ ბლოკ „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლები. სწორედ აღნიშნული ბლოკის მიერ იქნა შემდგომში მობილიზებული მხარედამჭრები საარჩევნო უბანზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, ორივე პარტიის წარმომადგენელი არ იცავდნენ წესრიგს, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა პატრული. მიუხედავად აღნიშნულისა, ვითარება არა თუ ჩაცხრა, არამედ უფრო დაიძაბა. სიტუაცია უმართავი გახდა, რამაც გამოიწვია მინების ჩამსხვრევა და შესაბამისად საფრთხე შეექმნა საარჩევნო უბანზე მყოფ ადამიანებს.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყიზილაჯლო) კენჭისყრის პროცესი თავიდანვე პროცედურული დარღვევებით დაიწყო. კონკრეტულად, ადგილი ქონდა შემდეგ ფაქტებს. ნაკადის მარეგულირებელი არ ახორციელებდა მაკირების შემოწმებას და ასევე ამომრჩევლებს არ უმოწმებდა ხმის მისაცემად საჭირო დოკუმენტაციას, რაზეც ორგანიზაციის დამკვირვებელმა მითითება მისცა ნაკადის მარეგულირებელს. ნაკადის მარეგულირებლის მხრიდან არ იქნა გაზიარებული დამკვირვებლის მითითება და გააგრძელა თავისი საქმიანობა პროცედურული დარღვევებით. ამის გამო ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება კომისიის სხვა წევრით. კომისიამ რეაგირების გარეშე დატობა დამკვირვებლის მოთხოვნა. თუმცა დროებით ნაკადის მარეგულირებელი მოერიდა პროცედურული დარღვევებით თავისი ფუქნციების განხორციელებას.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ისევ განაახლა პროცედურული დარღვევები, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ შერჩევით არ უმოწმებდა ამომრჩევლებს როგორც მარკირებას, ასევე ხმის მისაცემად საჭირო დოკუმენტაციას. აღნიშნულის შედეგად დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ რეგისტრატორმა ხმის მიცემის საშუალება მისცა რამოდენიმე ამომრჩეველს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს ორმა დამკვირვებელმა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი გახლდათ. გაპროტესტების შემდეგ საარჩევნო უბანზე შემოვიდა ორი არაუფლებამოსილი პირი, რომლებმაც დაიწყეს ერთერთ დამკვირვებელზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება.

სწორედ ამ დროს პარალელურად, საარჩევნო უბნის გარეთ დაიწყო დაპირისპირება გარკვეულ ინდივიდებს შორის. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მათ მოუწოდა წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა მის მოწოდებას შედეგი არ მოყვა. იგი იძულებული გახდა გამოეძახებინა სამართალდამცავები. სამართალდამცავების გამოცხადების შემდეგ ვითარება კვლავაც დაძაბული დარჩა და დაძაბულობის მუხტმა გადმოინაცვლა საუბნო საარჩევნო კომისიის შიგნით. ამის შემგომ საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით გარედან დაიწყო ქვების სროლა, რასაც მოყვა მინების მსხვრევა. შენობაში დარჩენა გახდა საფრთხის შემცველი, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისია იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთი და სიები შენობის ზედა სართულებზე აეტანა. ასევე დამკვირვებლებიც იძულებული გახდნენ გადაადგილებულიყვნენ იმ ტერიტორიაზე სადაც დროებით განთავსდა საარჩევნო ყუთი. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ საარჩევნო ყუთი აღმოჩნდა სულ სხვა ოთახში, ხოლო დამკვირვებლები სხვა ოთახში, რის გამოც მათ შეეზღუდათ მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, დამკვირვებლები აღმოჩნდნენ სრულ იზოლაციაში და ითხოვდნენ შველას, ვინაიდან მათ არ შეეძლოთ საარჩევნო უბნიდან გამოსვლაც კი. გარკვეული პირების მიერ დაიწყო „მრავალეროვანი საქარველოს“ დამკვირვებლის მიმართ აგრესიის გამოხატვა, მხლოდ იმ მიზეზით, რომ იგი ხშირად ეკონტაქტებოდა ცენტრალურ ოფისს და აწვდიდა სამონიტორინგო ინფორმაციას. ამ დაშინებების გამო დამკვირვებელი იძულებული გახდა თავისი უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, რა დროსაც უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნული # 48 საარჩევნო უბანის ბიულეტინების ბათილობა, იმდენად რამდენადაც ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველს კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე არ მიეცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რასაც შესაძლოა გავლენა ექონია არჩევნების შედეგებზე.

იმდენად, რამდენადაც არსებობს რისკი პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების შემდგომი ესკალაციის „მრავალეროვანი საქართელო“ მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თავი შეიკაონ ძალადობისა და კანონმდებლობის დარღვევისაგან, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცეს უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს საქმიანობა. აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინციდენტი ატარებს სხვადასხვა პოლიტიკურ კანდიდატებს შორის დაპირისპირების ელფერს, რომელიც უფრო ამძაფრებს საარჩევნო გარემოს.

banner
წინა სტატიაში(FOTO) KutaisiToday: თავდასხმას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობდა
შემდეგი სტატიასიღნაღის გარდა, კახეთის ყველა მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ მეორე ტურია მოსალოდნელი