,,ხელისუფლება, პრაქტიკულად, განწირულია დამარცხებისთვის”

„ამ რეიტინგების შესაბამისად, ხელისუფლება პრაქტიკულად განწირულია დამარცხებისთვის, განადგურებული და ამას გააჩნია ობიექტური საფუძვლები,“ – ამ შეფასებას NDI-ის კვლევების შედეგებთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, გიორგი გუგავა, კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

გიორგი გუგავამ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებები გაახსენა და განაცხადა, რომ “ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა საზოგადოებაში”.

გუგავამ ასევე NDI-ის კვლევებში ლეიბორისტული პარტიის შედეგებზე ისაუბრა.

„დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ყველაზე დიდი მხარდამჭერით სარგებლობს და ამასაც ობიექტური საფუძვლები გააჩნია,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ლეიბორისტული პარტიის წევრი არჩევნების თარიღის დანიშვნასაც გამოეხმაურა და  არსებული სიტუაცია „კომიკურ სიტუაციად“ შეაფასა.

გუგავა ასევე მეგავარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარის გამოყოფასაც შეეხო და განაცხადა, რომ “ეს არის ამორალური საქციელი“.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება
შემდეგი სტატია,,მომავალში ვისთან დასჭირდება თანამშრომლობა, ამას მარტო ღმერთი გადაწყვეტს”