ხაშურში საავადმყოფოს ექიმებმა გაფიცვა შეწყვიტეს

​ხაშურში საავადმყოფოს მედპერსონალმა გაფიცვა შეწყვიტა. როგორც საზოგადოებრივს კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მათ სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვას დაჰპირდა. მისი თქმით, საუბარია ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.

კლინიკის თანამშრომელის თქმით, საავადმყოფოში სექტემბრიდან ახალი კომპანია „ევექსი“ შემოდის და როგორც მისმა წარმომადგენელმა გაფიცულ ექიმებს განუმარტა, სახელფასო დავალიანების დაფარვის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ამჟამინდელ მფლობელს „ალიანს მედ სერვისს“ ეკისრება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „ალიანს მედ სერვისს“ არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, მაშინ უახლოეს პერიოდში „ევექსი“ გადაიხდის სახელფასო დავალიანებას.

ხაშურის საავადმყოფოში თანამშრომელთა ხელფასების რაოდენობა 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

კლინიკის მედპერსონალი დღეს დილით, სახელფასო დავალიანების ჩარიცხვის მოთხოვნით გაიფიცნენ.

 

წყარო 1tv.ge

banner
წინა სტატიაშისვანეთში სპეცტექნიკას ელოდებიან – მაშველები ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლს ეძებენ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ტელეკომპანია “იმედს” მიმართავს