ხანძარი ნორიოში – დამწვარია 10 ჰექტარი მიწის ფართობი

ნორიოში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 10 ჰექტარი მიწის ფართობი. ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და მინდორს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს  ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფია მობილიზებული.

როგორც ცნობილია, ცეცხლის კიდევ ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ნატოში ინტეგრაცია არის ხალხის გადაწყვეტილება და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი
შემდეგი სტატია“წინასწარ აქვს პირობა მიღებული, იმის თაობაზე, რომ ამ საქმეზე იქნება გამამტყუნებელი განაჩენი”- ბექა ბასილაია ეკა ბესელიაზე საუბრობს