კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის მხარე არ გახდეს

news
: news თებერვალი 3, 2016 19:32 განახლებულია

კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის მხარე არ გახდეს

მნიშვნელოვანი

  • "საქართველოს განვითარებისათვის ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო მოდელი შერეული – პროპორციულ-მაჟორიტარული მოდელია, რაც პარლამენტში პოლიტიკური ძალების სწორ კონცენტრაციას უწყობს ხელს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

სხვა სტატიები

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების” თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის მაღლა დადგეს და დისკუსიის მხარე არ გახდეს.

ოქრიაშვილმა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების წინააღმდეგია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტს მიმართა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს.
“2015 წლის 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღმოვაჩინე, რომ მე ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდა. ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ მე ვესწრებოდი საზოგადოების იმ უზარმაზარი ნაწილიდან, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია. შეხვედრას საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი ესწრებოდა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა. განსაკუთრებით გამიკვირდა, რომ არ იყო უზრუნველყოფი შეხვედრაზე არც ერთი ყოფილი თუ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის და ცნობილი კონსტიტუციონალისტების დასწრება. მოწვეული სტუმრების ამგვარი სელექციის შედეგად, ბუნებრივია, აღმოჩნდა, რომ დამსწრეთა შორის მხოლოდ მე მქონდა განსხვავებული ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისმოდა შეფასებები, რომ მაჟორიტარული სისტემა არის მანკიერი, არადემოკრატიული, ფეოდალური და ასე შემდეგ. დავსვი კითხვა, თუ რატომ იყენებს და არ აუქმებს ასეთ მანკიერ სისტემას ისეთი წარმატებული და დემოკრატიული ქვეყანა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და 100-ზე მეტი ქვეყანა, სადაც მაჟორიტარული ან შერეული სისტემები მოქმედებს. ამაზე არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღე”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების” თავმჯდომარის შეფასებით, “ჩამოყალიბებული ნარატივი იმის შესახებ, რომ ამომრჩელეთა ხმები პროპორციულ საარჩევნო სისტემაში არ იკარგება, ტყულია და პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმების 10-15%-დან – 60%-მდე იკარგება”.

მისივე აზრით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება პოლიტიკური კონკურენციის ხარისხს გაზრდის და მრავალლიდერიანი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

“საქართველოს განვითარებისათვის ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო მოდელი შერეული – პროპორციულ-მაჟორიტარული მოდელია, რაც პარლამენტში პოლიტიკური ძალების სწორ კონცენტრაციას უწყობს ხელს”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

news
: news თებერვალი 3, 2016 19:32 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,744
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics