იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებოდათ დღეს კი საბჭოს წევრების უმეტესობის მხარდაჭრა დაიმსახურეს. თუმცა, იყო განსხვავებული პოზიციაც.

მოსამართლეებად უვადოდ გამწესების კანდიდატები იყვნენ: გოგუაძე ელენე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; გულუაშვილი მერი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; კაკაბაძე ხათუნა – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; კოპალიანი ირაკლი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; მეშველიანი თამარ – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ფარქოსაძე დიანა – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ქოქიაშვილი მაია – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.

კენჭისყრა ამ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით 10 საათზე გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო ოჯახი ხელისუფლებას მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის 40 კგ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო