იულია სკრიპალი განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 01:28

იულია სკრიპალი განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთის პოლიციამ ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის ქალიშვილის იულია სკრიპალის სახელით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ის “ახალ ცხოვრებას იწყებს” და ჯერჯერობით არ სურს რუსეთის საკონსულოს თანამშრომლების და, ასევე, საკუთარი ბიძაშვილი ვიქტორიას ნახვა.

“სრულიად სხვა ცხოვრებაში აღმოვჩნდი იმ ჩვეულებრივი ცხოვრებისგან განსხვავებით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დავტოვე. ვცდილობ ყველაფერს შევეგუო და ამავე დროს, ვცდილობ, გადატანილი უკან დავტოვო” – წერს იულია – “ბიბისი” აქვეყნებს.
იულია სკრიპალი, ასევე ყვება, რომ თვითონ 9 აპრილს გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ სერგეი ისევ საავადმყოფოშია.”ჩემთან არიან სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ და ინფორმაციას მაწვდიან გამოძიების პროცესში. კონტაქტი მაქვს მეგობრებთან და ოჯახთან, მომიყვნენ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების წინადადებაზე ნებისმიერ დახმარებაზე. ჯერჯერობით არ ვაპირებ მათ დასახმარებლად მივმართო, მაგრამ თუკი გადავიფიქრებ, ვიცი, როგორ დავუკავშირდე” – ნათქვამია განცხადებაში. მთავარია, რომ უსაფრთხოდ ვარ და ნელ-ნელა უკეთესად ვხდები. ამასთანავე, ჯერჯერობით ძლიერად არ ვარ საიმისოდ, რომ ჟურნალისტებს სრულფასოვანი ინტერვიუ მივცე, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ერთხელაც ამას ვიზამ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი და მამაჩემის სახელით არავინ ლაპარაკობს” – წერს იულია სკრიპალი.

ის ასევე, თავის ბიძაშვილს, ვიქტორიას ზრუნვისთვის მადლობას უხდის და სთხოვს არ ჩავიდეს ბრიტანეთში და არ შეეცადოს იულისათან დაკავშირებას. “აზრები, რომელსაც ის გამოთქვამს, მხოლოდდამხოლოდ მას ეკუთვნის და არა მე ან მამაჩემს” – ნათქვამია განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 01:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics