ავიამზიდმა Harry Truman ამერიკის პორტი დატოვა და ხმელთაშუზღვისკენ გაემართა

 

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების თავდასხმის ჯგუფმა ავიამზიდ Harry Truman-თან ერთად ნორფოლკის პორტი დატოვა და ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა-ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა ტელეარხმა WTKR გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯგუფმა ამერიკის სანაპირო 11 აპრილს დილის 11.00 საათზე (საქართველოს დროით 20.00 სთ) დატოვა. ჯგუფის მეთაურია კონტრ-ადმირალი ჯინ ბლექი, ავიამზიდს ხელმძღვანელობს კაპიტანი ნიკ დიენი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხებზე დილით შეიკრიბება
შემდეგი სტატიაიულია სკრიპალი განცხადებას ავრცელებს