ირმა ინაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ამ ქვეყანაში არ „ვაბლატავებთ“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 18:12

ირმა ინაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ამ ქვეყანაში არ „ვაბლატავებთ“

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია სამართლიანობის აღდგენაზე და არც ამ ხალხს („ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“) „ვაბლატავებთ“ კიდევ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა მიმართა.

სხვა სტატიები

ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია სამართლიანობის აღდგენაზე და არც ამ ხალხს („ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“) „ვაბლატავებთ“ კიდევ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა მიმართა.

ემზარ კვიციანი პრემიერისგან დაინტერესდა წინა ხელისუფლების პირობებში ჩამორთმეული ქონების საკითხით და ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენის პროცესით.

„რატომღაც პრობლემა გახდა ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. პრობლემაა ასევე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება ხალხისთვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დაახლოებით 340 ათასმა ადამიანმა გაიარა სასამართლოები რეჟიმის დროს. ზოგს ღამის 02:00 საათზე ართმევდნენ ქონებას,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

თანაგუნდელს სიტყვა ფრაქციის ხელმძღვანელმა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის იმედი მას კვლავ დარჩა, თუმცა ეს ჭიანურდება იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დაკავებულია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციით.

„არაუშავს, ბატონო ემზარ. ჩვენს შემდეგ ამ დარბაზში შემოვა ხალხი, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა. თავად მოლაშვილი ამბობს, რომ ბოკერიამ მაწამაო და ეს ბოკერია ცოტა ხანში აქ ისეთ კონცერტს ჩაატარებს, ახია „ქართულ ოცნებაზე“ იმიტომ, რომ თქვენმა პოლიტიკამ და კოჰაბიტაციამ, ჩახუტებამ და გადარჩენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ეს მწამებლები შეიყვანეს საგამოძიებო კომისიაში და იძიებენ მკვლელობის საქმეს.

ეს არის პოლიტიკური ამორალიზმი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება სულხან მოლაშვილის წამების ეპიზოდის გამოძიებაც.

ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია სამართლიანობის აღდგენაზე და არც ამ ხალხს „ვაბლატავებთ“ კიდევ ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 18:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics