პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იქნება რაიონები, სადაც შესაძლებელია, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი.
“ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება” პირველივე ტურში მიიღებს გამარჯვებას, თუმცა იქნება რაიონები, სადაც შესაძლებელია, ვერ ცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი. თუმცა ამ შემთხვევაში, ოპოზიციას მეტი შანსები უჩნდება, რომ მოხდინოს დარჩენილი ხმების მობილიზება“ – აღნიშნა სესიაშვილმა.