ლევან ბერძენიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ბედი მაინტერესებდა მანამ, სანამ ის პრემიერი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, არ იცის, თუ რა სფეროში გააგრძელებს ყოფილი პრემიერი მოღვაწეობას.

ბერძენიშვილის თქმით, არც იმის თქმა შეუძლია, გახდება თუ არა ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

“ირაკლი ღარიბაშვილის ბედი მაინტერესებდა მანამ, სანამ ის პრემიერი იყო, ახლა – აღარ. ვერ გეტყვით, თუ სად წავა ყოფილი პრემიერი და რა სფეროში ისურვებს რომ იყოს. შემიძლია გითხრათ ჩემს თავზე, როცა არ ვიქნები პოლიტიკაში რას გავაკეთებ, სხვებზე საუბარი არ შემიძლია. ვერც იმას გეტყვით, რომ ის შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოიაზრებოდეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქცია პრემიერის კანდიდატურაზე შესაჯერებლად პარასკევს შეიკრიბება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებს