იმედი მაქვს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 17:00

იმედი მაქვს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო ვეტოს განხილვა - საქართველოს პარლამენტის.

სხვა სტატიები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო ვეტოს განხილვა – საქართველოს პარლამენტის.

„ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, ჩვენი უფლებამოსილება არის ამ ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოდით, წინასწარ ნუ ვიტყვით, რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ შემთხვევაშიც გვექნება მსჯელობა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ვეტო იქნება არგუმენტირებული. ჩვენ ბოლო შემთხვევა გვახსოვს, როცა საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსს და როცა საქმე ეხებოდა თვითმმართველობის კოდექსს, იქ იყო ნულოვანი არგუმენტები წარმოდგენილი პრეზიდენტის მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავიზიარებთ თუ არ გავიზიარებთ არგუმენტებს, ეს მეორე საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, პრეზიდენტის პოზიცია იქნება დასაბუთებული წინა შემთხვევისგან განსხვავებით.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 17:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,585
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics