იან კელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს

news
: news თებერვალი 22, 2016 10:08

იან კელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს არჩევნები ტარდება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

“ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმაციაზე დაფუძნებული არჩევანი, ამისათვის კი მათ წვდომა უნდა ჰქონდეთ მედიაზე. ჩვენ “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენებს ყურადღებით სწორედ ამ კუთხით ვაკვირდებით”, – აღნიშნა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას.

news
: news თებერვალი 22, 2016 10:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics