გომბორის უღელტეხილთან ბენზინმზიდი აფეთქდა

გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს .

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურის მცხოვრებლებს შეხვდა
შემდეგი სტატიამოქალაქეები სწორად უნდა აღიქვამდნენ იმ საფრთხეებს, რაც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურ ქმედებებს უკავშირდება