“გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა” – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია, ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ციხიდან უშვებს მათ, ვინც აწყობს, უქმნის პოლიტიკურ პარტიას და არქმევს ვითომ ოპოზიციას, რეალურ ოპონენტებს კი ციხეში უშვებს.

„ვინც გაწყობთ, მათ ციხიდან უშვებთ, უქმნით რაღაც ოპოზიციურ პარტიებს, არქმევთ ოპოზიციონერებს და ვინც რეალური პოლიტიკური ოპონენტია მათ აკავებთ. ასე იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში და ასე აპირებთ, როგორც ჩანს, გაგრძელებას, ვიდრე მართვის სადავეებთან ხართ. გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და იტყვიან რომ თურმე როგორ წუხან ამ ამბის გამო, დღეს დაკავებული არ იქნებოდა“ – აღნიშნა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“სასამართლო” მანიაკი ოლიგარქის იარაღია” – ნადარეიშვილი გიორგი ონიანის დაკავებაზე
შემდეგი სტატიაგოგა ონიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდა – ადვოკატი