გირგვლიანის საქმეზე შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, ვასილ სანოძეს დაკითხავენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 15:44

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, ვასილ სანოძეს დაკითხავენ

მნიშვნელოვანი

  • დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელ ვასილ სანოძესა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელს, ია პაიჭაძეს დაკითხავენ.

სხვა სტატიები

დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელ ვასილ სანოძესა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელს, ია პაიჭაძეს დაკითხავენ.
ადვოკატი ნინო ბერიშვილი იმედოვნებს, რომ მოწმეები საკუთარ ჩვენებებში დაადასტურებენ დათა ახალაიას უდანაშაულობას.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორებმა სასამართლოზე უკვე დაასრულეს მტკიცებულებების გამოკვლევა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას, სამსახურეობრივ სიყალბეს და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

სანდრო გირგვლიანის საქმესთან ერთად გაერთიანებულია ვამეხ აბულაშვილის თავისუფლების აღკვეთის საქმეც. ამ ეპიზოდზე დათა ახალაიას წარდგენილი აქვს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და დამამცირებელი მოპყრობა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 15:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics