პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 7-საფეხურიანი ნახტომი მსოფლიო ბანკის რეიტინგში მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის, – ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განუცხადა.
“მსოფლიო ბანკის რეიტინგში ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, შვიდი საფეხურით აიწია საქართველომ, 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში. ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში და 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი, დადებითი ნახტომი ამ მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.