ეს არის გარკვეული აღიარება, რომ რეფორმების კურსი სწორად არის განხორციელებული-ექსპერტები მსოფლიო ბანკის ანგარიშს აფასებენ

მსოფლიო ბანკის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსით 23-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა, ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მომხდარი ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა.

„საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დროულად დააარსოს კომპანია, დროულად განახორციელოს რეგისტრაცია ნებისმიერი დოკუმენტის, მიიღოს მშნებლობის ნებართვა და ბიზნესმენები მოვიზიდოთ,“-განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

Doing Business 2017-ის რეიტინგში 6 საფეხურით დაწინაურებას ავანსს უწოდებს ლევან კალანდაძე. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის შეფასების ეფექტურად გამოყენება დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მიერ გასატარებელ რეფორმებზე.

„ეს არის გარკვეული ავანსი და გარკვეული აღიარება იმის, რომ კონცეპტუალურად ქვეყანაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა და რეფორმების კურსი სწორად არის განხორციელებული და ამავდროულად ამ შესაძლებლობების სწორად და ეფექტიანად გამოყენება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ახალი ხელისუფლების მიერ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გასატარებელ და კიდევ უფრო გასაღრმავებელ რეფორმებზე,“-განაცხადა ლევან კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის Doing Business 2017 რეიტინგში, საქართველოს მონაცემები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, გასული წლისგან განსხვავებით, წელს საქართველო 23-ე ადგილის ნაცვლად მე-16 ადგილზეა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 7-საფეხურიანი ნახტომი მსოფლიო ბანკის რეიტინგში მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის
შემდეგი სტატიაავარიას სანაპიროს ქუჩაზე ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა