მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მედიის თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ემყარება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას.
მისივე თქმით, დღეს მედია და სასამართლო თავისუფალია ზეწოლისგან და მთავრობა მხარს უჭერს, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.
„ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება, ეს არის საკუთრების და მედიის თავისუფლების განზომილება. მე ვისურვებდი, რომ ორივე ნაწილში სახელმწიფო იყოს პირნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.