ირაკლი აბესაძე: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას

მცხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას პარლამენტში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მსგავსმა შემთხვევბმა ტენდენციის სახე მიიღო, რაც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას და გულგრილ დამოკიდებულებას თანამდებობის პირების მიერ:

„ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო და არაერთი მსგავსი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ასეთ სიტუაციებში შავდებიან და იღუპებიან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, შესაძლებელია, თანამდებობის პირების გულგრილი დამოკიდებულება სამსახურებრივი მოვალეობისადმი. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება სათანადო გამოძიება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები“, – განაცხადა აბესაძემ.
ირაკლი აბესაძემ მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს.

banner
წინა სტატიაში„ფარული კადრების“ საქმეზე ლაშა ბერულავა სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ზე: დღეს საქართველოში მედია არის თავისუფალი, როგორც არასდროს