პოლიციელებისგან ნაცემმა მოქალაქემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა

pir-amokerili1966 წელს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მაცხოვრებლმა ოდენა ბარამიამ, რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა და უვადო შიმშილობა დაიწყო. ბარამიას თქმით, მიმდინარე წლის 4 აპრილს, პოლიციელებთან ინციდენტი მოუხდა, რის გამოც ასამართლებენ. „დილის ექვსის ნახევარზე, მანქანა გამიფუჭდა და მეგობრის სახლისკენ გზა ფეხით განვაგრძე. ამასობაში, „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა მომადგა, რომლშიც ბესიკ გოროზიანი და ედიკა სიჭინავა ისხდნენ. მათთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება იყო, გვარად სიჭინავა. მათ ვთხოვე, რომ მანქანის დაქოქვაში დამხმარებოდნენ. დამთანხმდნენ, თუმცა საბუქსირო ტროსი გაწყდა და სიჭინავამ დედა შემაგინა, რაზეც შეგნებითვე ვუპასუხე. ამის შემდეგ პოლიციელბმა ცემა დამიწყეს,“ – აცხადებს ბარამია და განმარტავს, რომ ამ ინციდენტიდან 8 თვის მერე, მის წინაღმდეგ, ცრუ დასმენის საფუძველზე, სისიხლის სამართლის საქმე აღძრეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ზე: დღეს საქართველოში მედია არის თავისუფალი, როგორც არასდროს
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი „ნაცმოძრაობას“: იმედია, ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლობაში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება