გიორგი გუგავა: კრიმინალური სისტემაა შექმნილი და ამის სათავეში დგას ივანიშვილი

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს.

გიორგი გუგავა აღნიშნავს, რომ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, ამის ფონზე კი ხელისუფლება „მაფიოზურ სინდიკატად“ გადაიქცა. მან განაცხადა, რომ ხელისუფლების ყოფილი წევრები ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილი ასეულობით მილიონ საბიუჯეტო სახსრის მიითვისეს, ხოლო მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მან მოქმედი ხელისუფლების წევრებიც დაასახელა, რომლებიც ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავენ. მას ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე „კორუფციის კლასიკურ მაგალითად“ მოყავს.

„მისი უშუალო ინტერესია, როდესაც გაზპრომთან დებს მოღალატეობრივ ხელშეკრულებას, ის ფინანსურ პრეფერენციებს იღებს ამ ღალატის შედეგად, ის და ივანიშვილი. ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი გვყავს ალავიძე, რომელიც წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელი იყო,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ დაუსჯელობის სინდრომის გამო, სოსო გოგაშვილიც და სხვებიც იმეორებენ იგივე ქმედებებს. გიორგი გუგავა გამოსავლად ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ხედავს.

„ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ კრიმინალური სისტემაა შექმნილი და ამის სათავეში დგას ივანიშვილი… არ გამოილევა გოგაშვილები, სხვები გამოჩნდებიან, რომლებიც იგივე ბინძურ დავალებებს შეასრულებენ, რომელიც მოდის მისი მმართველობიდან,“ – აცხადებს გიორგი გუგავა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/labourgeorgia/videos/654970711373888/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიგელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს უკავშირებს
შემდეგი სტატიაშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა