გიორგი გახარია მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს (ვიდეო)

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 17:03

გიორგი გახარია მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს (ვიდეო)

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს.

სხვა სტატიები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს.
გახარიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი, ისტორიული დეკორაციებით აწყობილი კედლები, ქართული ჯავშან ტექნიკა, პოლიციის დერეფნები და სპეციალურად 26 მაისის დღესასწაულისთვის შექმნილი სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერა.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერგო პატივი, ეს დღე დანარჩენ საქართველოს მივულოცოთ სამეგრელოდან, ზუგდიდიდან. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქვე, გვერდით არის ჩვენი უდიდესი ტკივილი – აფხაზეთი, რომელიც დღეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანა და გამოწევევა. მე მინდა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი მივულოცო. მინდა გითხრათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო გამორჩეული მოვლენა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს გახლდათ პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, ეს იყო ისეთი ფასეულობებისა და დემოკრატიული ღირებულებების მთავრობა და ინსტიტუცია, რომელზედაც ბევრი ევროპული სახელმწიფო ოცნებობდა. ვალდებულები ვართ ის მაღალი სტანდარტები, რომელიც დაგვიწესეს ჩვენმა წინაპრებმა, გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ. ეს არის ჩვენი ფუნქცია და ეს არის ჩვენი გამოწვევა. უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე. ყველამ ერთად, შრომით და თავდადებით უნდა განვავითაროთ ეს ქვეყანა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს შესაძლებლობების და არა გამოწვევების ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 17:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics