გიორგი გახარია – გენერალურმა ინსპექციამ 6 თვეში 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, 65 პირი დათხოვილია შსს რიგებიდან

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში გენერალურმა ისნპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, შედეგად კი, სამსახური 65-მა თანამშრომელმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაავრცელა.

“გენერალური ინსპექციის მიერ 6 თვის განმავლობაში გამოვლენილია 800 სამართალდარღვევა. ამის გამო სხვადასხვა სახით იყო პასუხისგებაში მიცემული არაერთი პირი, მათგან 65 არის დათხოვილი შს სამინისტროს რიგებიდან. ძირითადად ესენი არიან საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, ავტომატურად დატოვებს სამინისტროს რიგებს