გიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლი გადაეცა. ოჯახს ახალი საცხოვრებელის გასაღები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რამდენიმე წუთის წინ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, რაშიდ ქანჯი ოღლს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ განზრახ მვლელობის ბრალი წარუდგინა. ის არაღიარებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში განიხილვენ.

13963039_1769558789995787_8414739349769625910_o 13926034_1769558776662455_9217443011666779004_o

banner
წინა სტატიაში(video) ერდორანი პეტერბურგში ჩავიდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტთან სარეფერენდუმო ჯგუფის შეხვედრა აღარ შედგება