პრეზიდენტთან სარეფერენდუმო ჯგუფის შეხვედრა აღარ შედგება

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტთან სარეფერენდუმო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ქროწინების ცნების განსაზღვრას ეხება, აღარ შედგება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდიმნარე, ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

https://youtu.be/qnqMtmEwYRY

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
შემდეგი სტატიაშტაინმაიერმა რუსეთ-თურქეთის სამხედრო ალიანსის შექმნა გამორიცხა