გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და საქართველოს მოქალაქეების დაკავება – გალში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხს. ასევე განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს,”-განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძემ.

banner
წინა სტატიაშიფეიქრების ქუჩაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატია„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს