გია ვოლსკი: ვადასტურებ, რომ სიის პირველი ნომერი პრემიერი იქნებ

მმართველი გუნდის ლიდერი, გია ვოლსკი, სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და მას მედიის მიერ დაგეგმილ „ნაღმს“ უწოდებს. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ გადაცემა ,,არჩევანში” ისაუბრა.

„ეს მინისტრების ცვლილებების ცვლილებაზე არაა მხოლოდ გათვლილი, გათვლილია იმ ნაღმებზე, რომელზეც საუბრობს მედია, მაგალითად ქვორუმს შეექმნას პრობლემა. პარლამენტმა უნდა იმუშაოს მშვიდად, ამისთვის საჭიროა შეთანხმებული კოორდინაციული მუშაობა იმ პარტიებთან, რომლებმა კოალიცია დატოვეს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მანვე კოალიციის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, რა კონფიგურაციის იქნება მომავალი პარლამენტი. წარმატების შემთხვევაში კი, მომავალ პარლამენტში თემატური უმრავლესობისა და კოალიციის შექმნა არ გამორიცხა.

ვოლსკი ქართული ოცნების საარჩევნო სიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ თემაზე მიმდინარე კონსულტაციებში ის ჩართული არ არის. თუმცა სიის პირველ ნომრად გიორგი კვირიკაშვილის დასახელება დაადასტურა.

„ვადასტურებ, რომ, დიდი ალბათობით, სიის პირველი ნომერი პრემიერი იქნება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიქუმსიშვილმა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია პირად კონტროლზე აიყვანა
შემდეგი სტატია(video)ელისო კილაძე:”2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” ბარიერს ვერ გადალახავს”