“ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა”- მეუფე ანდრია

დეკანოზ გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში მეუფე ანდრიამ მოინახულა. მეუფე ანდრიას განცხადებით, გიორგი მამალაძეს საფრთხე არ ემუქრება და ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ.

“არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. დანარჩენი უკვე არის მისი სინდისი და მისი ღმერთთან ურთიერთობა. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ბრალდებები დაუჯერებელია. “მწამს, რომ გამოძიება სრული კეთილსინდისიერებით გამოიკვლევს ამ საქმეს და სიმართლე ითქმება”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

banner
წინა სტატიაში“ივაჭრეს პატრიარქით… მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა”- გვარამია
შემდეგი სტატიაბაქრაძე: საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა