“ივაჭრეს პატრიარქით… მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა”- გვარამია

საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოების მიერ ე.წ ციანიდის საქმესტან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ნიკა გვარამია ფეისბუკზე ეხმიანება:
„მთელი სამართალდამცავი უწყებები, უმრავლესობა და მთავრობა დაეწყო და ივაჭრა პატრიარქის პერსონით. გადასაფარი იყო სხვა მნიშვნელოვანი თემა, რომელიმე გავლენიანი მღვდელმთავრის ჩამოშორება უნდოდათ, თუ ორივე ერთად, ფაქტია, ივაჭრეს პატრიარქით და მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და გაჯეჯილდებოდნენ.

რ2 რომ თემას წინასწარ გახეთქავდა, ვერც ეს გათვალეს.

ასე რომ, “ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”, რაზეც კვირიკაშვილმა ისაუბრა, სწორედ მისი ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა.

ქართულმა ოცნებამ იკადრა ის, რაც არასდროს არც ერთ ხელისფულებას საქართველოში არ უკადრია.

ასეა ეს.“- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიიყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ ვიცი, მაგრამ არც იმის გარანტია მქონდა რომ არ იყო-ანზორ ჩუბინიძე
შემდეგი სტატია“ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა”- მეუფე ანდრია