გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს ლტოლვილების მიღებაზე ლიმიტი დააწესონ

sirierli migrantebi “ევროკავშირმა მისაღები ლტოლვილებისთვის ლიმიტი უნდა დააწესოს და მათ თავშესაფარი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეს, როცა აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს აუცილებელია” – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზერმა ავსტრიულ გაზეთ Standard-თან ინტერვიუში. მას არ დაუკონკრეტებია რა სახის უნდა იყოს შეზღუდვა.
მინისტრმა განცხადება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა, რომლის თქმითაც, გერმანია ლტოლვილებისთვის მომავალშიც “ღია კარის ” პოლიტიკას გაატარებს.

“როცა შეივსება კვოტა იმ წელს ლტოლვილებს ვერ მივიღებთ” – განაცხადა დე მეზერმა – თავშესაფრის მთხოვნელი პირები სირიიდან და ერაყიდან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდებიან.

ერთი დღით ადრე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ასევე განაცხადა, რომ ევროპას არ შეუძლია ამდენი ლტოლვილის მიღება, მისი თქმით, ევროკავშირის გარე საზღვრებზე თუკი არ დაწესდება უფრო მკაცრი კონტროლი, მაშინ ევროკავშირის მოქალაქეები ეტყვიან “ევროპას იმას, რომ უნდა მორჩნენ”. “საფრანგეთს არ უთქვამს მოდითო” – დაამატა პრემიერმა.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, შენგენის შეთანხმების მიუხედავად, სასაზღვრო კონტროლი დააწესა.
გუშინ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ “შენგენის შეთანხმება ნაწილობრივ კომაში იმყოფება”. მისივე თქმით, შენგენის კრახი ევროს განადგურებას გამოიწვევს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საბერძნეთიდან საგრძნობლად შემცირდა ლტოლვილების შემოდინება. მათ მიერ გაკეტებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, რომ ლტოლვილების ნაკადი სრულიად შეწყდება.

სამშაბათს ჰოლანდიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის მთავრობას უფლება აქვს უარი უთხრას თავშესაფრის მაძიებელ პირს სამეწარმეო დახმარებაზე და მას არ გამოუყოს საცხოვრებელი ფართი, და რომ ეს პოლიტიკა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

ჰოლანდიის მთავრობა ლტოლვილების პოლიტიკასთან დაკავშირებით არა ერთხელ გააკრიტიკეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე გაერომ.

უფლებადამცველები შეშფოთებული არიან ხორვატიის და მაკედონიის გადაწყვეტილებებით, რომ საზღვრები დაუკეტონ მიგრანტებს იმათ გამოკლებით, ვინც სირიაში, ერაყსა და ავღანეთში ცხოვრობენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ბალკანეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც ლტოლვილების და მიგრანტების წარმომავლობაზეა დაფუძნებული, ადამიანის უფლებების დარღვევაა. “ეს ადამიანის უფლებას, მოითხოვოს თავშესაფარი, არღვევს, მისი მოქალაქეობის მიუხედავად” – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიკომპანია “რუსთავის წყალი” სემეკ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი ბრიტანეთის ელჩად მიდის