გენერალი პეტრ პაველი: ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

როგორც საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე გენერალმა განაცხადა, ის მიესალმება ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატო-ს ძალებთან.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

გენერალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში.

„თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც, რომელმაც წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა“, – აღნიშნა გენერალმა.

საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება.

banner
წინა სტატიაშინატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატიაEPP: საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა