გეებისათვის საცხოვრებლად ყველაზე ცუდი და კარგი ქვეყნები დასახელდა-საქართველოს აღნიშნულ კვლევაში 36% აქვს

7აზერბაიჯანმა ბოლო, 49-ე ადგილი დაიკავა ქვეყნების რეიტინგში, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოქალაქეებს ყველაზე ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვთ. გამოკვლევა ლესბოსელების და გეების საერთაშორისო ასოციაცია ILGA-მ ჩაატარა და ის დღეს გამოქვეყნდა.

მოხსენების ავტორებმა გაარკვიეს, რომ აზერბაიჯანი იმ კრიტერიუმების მხოლოდ 5%-ს აკმაყოფილებს, რომლითაც ILGA სექსუალური უმცირესობების სოციალურ თანასწორობას არკვევდა. რუსეთმა და სომხეთმა 48-ე და 47-ე ადგილები დაიკავეს 8 და 9 %-ით.

გეებსათვის ყველაზე ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობები ბრიტანეთშია, ის 86%-ს აკმაყოფილებს, მას შემდეგ არიან ბელგია (83%) და მალტა (77%).

საქართველოს აღნიშნულ კვლევაში 36% აქვს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ღამის ჰოკეის ლიგის გალა-მატჩში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაბინ ლადენის შვილმა ისლამისტებს სირიაში წასვლისა და ბრძოლისკენ მოუწოდა