წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ყაჩაღობა მოხდა. ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი დაესხა თავს.
დაზარალებულის ნათესავების ცნობით, ერთგული შალამბერიძეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.
დაზარალებულმა თავის გათავისუფლება გამთენიისას მოახერხა.
ერთგული შალამბერიძის ნათესავების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს.
გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.