,,განგსტერული,, თავდასხმები სენაკში – პოლიციამ მოხუცს პირიდან კალოში ამოუღო

14885946_667344823425708_2137693252_nარჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე სენაკის რაიონში კრიმინალი გააქტიურდა… თუმცა ამჯერად არა პოლიტიკური კუთხით – არამედ ყაჩაღური თავდასხმებით.
შევარდნაძის დროინდელი ტრადიციების სტილში, 28-29 ოქტომბერს სენაკში სულ ცოტა სამი ძარჩვა-ყაჩაღობა მოხდა. როგორც ,,თაიმერს,, პოლიციის სტრუქტურებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, 28 ოქტომბერს სენაკში მცხოვრები ჯემალ ესაკიას სახლი გაძარცვეს საიდანაც დამნაშავეებმა ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. 29 ოქტომბერს კი სენაკში ბანდიტებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასათიანის და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე ორი მოხუცი ქალბატონი დააყაჩაღეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ყაჩაღურ თავდასხმას თან ახლდა მოხუცთა წამების ფაქტები და სროლები.
ასათიანის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის დროს, როდესაც კრიმინალები მოხუც ქალბატონს აწამებდნენ, ხმაური მეზობელმა გაიგო, რომელმაც პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა… ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, უკვე უკანა ეზოში გაქცეულმა ყაჩაღებმა ცეცხლი გაუხსნეს და სროლა-სროლით მიიმალნენ. ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლებიდან ერთ-ერთმა – გვარად გოგინავამ, დაყაჩაღებულ მოხუც ქალბატონს სულზე მიუსწრო… დახრჩობის პირას მისულ მოხუცს, ყაჩაღების მიერ პირში ჩატენილი, არც მეტი არც ნაკლები – რეზინის კალოში ამოუღო პირიდან.
იმავე საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, სენაკში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მეორე მოხუცი ქალბატონიც დაააყაჩაღეს… ქალბატონი ლამარა ანჯაფარიძე, რომლის სახლიდან ყაჩაღებმა ფული წაიღეს, ,,თაიმერის,, ინფორმაციით სასტიკადა ნაცემი. ამ ყაჩაღობასაც სროლები მოჰყვა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პოლიციას არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ გაუხსნია.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმებსა უბანზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის ბალანსი არ არის
შემდეგი სტატიასამეგრელოში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ზეიმობენ