“გამოდის წარბშეკრული პრეზიდენტი და თითების ქნევით მოგვიწოდებს იმას, რასაც თვითონ ვერ იცავს”

საპარლამანტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრეზიდენტი უმრავლესობას მოუწოდებს იყოს მიუკერძოებელი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულს პრზიდენტი ვერ იცავს.

როგორც კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ის ეთერში განაცხადა, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ მაღალია.

“საელჩოების განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ მოუწოდებენ პოლიტიკურ პირებს თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქართულ მართმსაჯულებას საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. ჩვენ კი ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკოსებს ვთხოვთ ახსნა-განმარტებებს და გვინდა, რომ პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. საუბედუროდ, ეს პოლიტიკური კონტექსტი იმდენად მაღლა არის აწეული, რომ უკვე პრეზიდენტიც, თითქოს მისი ყოველდღიური საქმიანობა იყოს ეს, გამოდის წარბშეკრული და თითების ქნევით ჩვენი მისამართით და მოგვიწოდებს იმისკენ, რასაც თვითონ ვერ იცავს, რომ იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი. ჩვენ ვიცავთ მედიპლურალიზმს, ჩვენ არ გვაშინებს “რუსთავი 2”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ამასთან, როგორც ზვიად კვაჭანტირაძე აცახდებს, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მოსამართლეს გადაწყვეტილება გვიან ღამით არ მიუღია.

“არავითარ შუაღამეზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. ეს ყველაფერი ერთი სცენარის ნაწილია, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების დემონიზაცია დასავლეთის თვალში. საუბარი რაიმე დიქტატურაზე არის აბსურდი და გამორიცხული, მითუმეტეს, რომ ყველამ კარგად ვიცით, სასამართლო პროცესი გაგრძელდება. მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მოქმედი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, რომ ისინი საერთოდ არ შევლენ “რუსთავი 2″-ში, ვიდრე საბოლოოდ არ დასრულდება სამართლებრივი პროცესი. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში„ვიღაცები ელოდებიან, ევროპამ გვითხრას, კარგად იყავითო!“
შემდეგი სტატიაწულუკიანი არ გამორიცხავს რომ რ2–ის საქმე ახალი სიტყვა იყოს ქართულ მართმსაჯულებაში