„ვიღაცები ელოდებიან, ევროპამ გვითხრას, კარგად იყავითო!“

თაკო ჩარკვიანი:

„ნაცმოძრაობის“ დროს, 7 ნოემბერს, იმ უსაქციელობისას, ოპოზიციაში ვიყავი, დღეს კი, ყველაფერი ეს ძალიან არ მომწონს და საშინელებაა. ამ ტელევზიისგან მეც მწყენია – თავის დროზე სუბიექტური ჩემს მიმართაც ყოფილა, მაგრამ მერე რა?! „რუსთავი 2“ ისეთი უნდა არსებობდეს, როგორიც არის, რადგან ყველაზე საშიში ალტერნატივის არარსებობა და ერთგავროვნებაა. ეს სივრცე ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდება. ამიტომ, ბატონებო, საშიში არაფერია და თუ რამე არ მოგეწონთ, გადართეთ!“ – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლისას პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა.
ამასთან, გაიხსენა, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა „რუსთავი 2“-მა სვანური დაჯგუფებების „გარჩევად“ მონათლა, მაშინ ტელევიზიის მფლობელი ქიბარ ხალვაში იყო.
„შეძრული ვარ მოსამართლის განჩინებით – ჩვენ სასამართლო დავკარგეთ და ეს ყველამ უდა გაანალიზოს! ჩვენს ქვეყანას ძალიან საშიში პერიოდი უდგას და განგაშის ზარია შემოსაკრავი, მაგრამ ამას „ნაცმოძრაობა“ ვერ გააკეთებს, რადგან მოსახლეობის ნდობა დაკარგული აქვს. განგაშის ზარი იმ ხალხმა უნდა შემოვკრათ, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მივეცით, რადგან ცვლილებები მინდოდა, მაგრამ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ განჩინებას მოვისემდი, რაც მოვისინე! ასეთი აბსურდული არაფერი მომისმენია და ჩემი ქვეყნის მომავლის გამო შემეშინდა კიდეც!“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რომლის აზრითაც, ამ ამბავს მოსამართლე ურთმელიძე თანამდებობრივად უნდა შეეწიროს.
„ეს 80-იანი წლების დასკვნაა. ვამაყობ, რომ ყველა მწვავე პერიოდში – 70 თუ 80-იან წლებში, ჩემი ოჯახის უფროსი მამაკაცი, საკვანძო ამბებში სწორად ფიქრობდა და მოქმედებდა. ჯანსუღი ახლა 84 წლისაა და დღესაც სწორად ფიქრობს და მიხარია, რომ ჩემი სამეგობროც, რომელმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, ზუსტად ასე ფიქრობს,“ – ამბობს თაკო ჩარკვიანი და ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, რომ ურთმელიძის განჩინება ცუდ სიზმრად იქცეს.
„ჩვენი შვილები გაბწრყინებულ საქართველოს ელოდებიან, მაგრამ დღეს აშშ-ის ელჩისა და ისუტიციის მინისტრის პაექრობა მოვისმინე და შემექმნა შთაბეჭდლება, რომ ვიღაცები, ალბათ, ელოდებიან, თვითონ ევროპამ გვითხრას, კარგად ბრძანდებოდეთო და ყველა კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ მე კმაყოფილი ვერ დავრჩები!“ – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიეუთოს წარმომადგენელი “რუსთავის 2”-ის საკითხს ეხმაურება
შემდეგი სტატია“გამოდის წარბშეკრული პრეზიდენტი და თითების ქნევით მოგვიწოდებს იმას, რასაც თვითონ ვერ იცავს”