გახარია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, პარლამენტში შს მინისტრის დაბარების ოფიციალურ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.გიორგი გახარიას პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ, თუმცა ზუსტი თარიღი, როდის მივა გახარია საკანონმდებლო ორგანოში ამ ეტაპზე უცნობია.
“გვაქვს სურვილი, რომ მოვისმინოთ შს მინისტრისგან ყველა კითხვაზე დეტალური და ამომწურავი პასუხი. ამის გამო, ჩვენ ჩავატარებთ გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას და ყველა დეპუტატს ექმნება საშუალება დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები ჩატარებულ ღონისძიებაზე“- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

banner
წინა სტატიაშიძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აქციის მონაწილეებმა, რომ დაიშალნენ – ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატია“უკვე გავიდა 48 საათი და მეტიც, ჩვენ კლუბში არ გვიშვებენ“ – “ბასიანის” მფლობელი