“ევროპული საქართველო” შსს-სგან ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროგან იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს.
“ბატონი ლუჟკოვი წლების განმავლობაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული იყო ერთ-ერთი აქტიური მედროშე აფხაზეთის ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობისა, ერთ-ერთი აქტიური მედროშე იმისა რომ იქ არასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები და არ აღიდგინონ საკუთარი საკუთრების უფლებები. იგი არ სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას კერძო საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში. იგი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავისთავად მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული, იმიტომ რომ არის დარღვევა ჩვენი კანონისა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს რომ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით ვინ მიიღო ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონის დარღვევის გადაწყვეტილება და ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება უნდა დატოვოს თანამდებობა და აგოს პასუხი”- აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე საუბრობს
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა გადაიდო