“ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის განცხადებით საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ჟენევის ფორმატის შემდეგი რაუნდი და ქვეყნის სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების თემა. კაპანაძის განცხადებით – ევროპულ საქართველოს აქვს სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც შემდეგ სამშაბათს გაიმართება.
“საქმე ეხება როგორც ყველამ იცით ძალის არ გამოყენების ე.წ.პოლიტიკურ დეკლარაციის მიღებას. და იმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა ამასთან მიმართებაში. ერთის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების , მეორეს მხრივ ქართული ოცნების და უმრავლესობის წარმომადგენლების და რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.
ძალის არ გამოყენების საკითხი ჟენევის დისკუსიებში იყო ერთ-ერთი მთავრი ცენტრალური საკითხი. საკითხი სადაც საქართველომ თავის მხრივ მოაგვარა რომელიც აღებული აქვს ცალმხრივად იურიდიულად სავალდებულო განცხადების გზით ვალდებულება რომ არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის პროცესში. ერთადერთი მხარე ,რომელიც რჩებოდა და რომელსაც უნდა აეღო ეს ვალდებულება იყო რუსეთის ფედერაცია.
აქედან გამომდინარე, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი და ნათელი მოეფინოს ამ საკითხს , ჩვენ ვთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვდეს უმცირესობას და თითონ აარჩიოს იქნება ეს დახურული თუ ღია ფორმატი და ისაუბროს ჟენევის ფორმატის შემდეგი რაუნდის შესახებ იქ საქართველში სტრატეგიის შესახებ . ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის ეს არის თემა რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების თემა.” განაცხადა კაპანაძემ

banner
წინა სტატიაშიგელა დუმბაძე რუსული ოკუპაციის და ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ უკრაინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს