ეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას – ხატია დეკანოიძე

“კლუბში გასართობად მისულ ახალგაზრდებს სპეცრაზმი სასტიკი ფორმებით გაუსწორდა,” – ასე აფასებენ ოპოზიცის წარმომადგენლები ჩატარებულ სპეცოპერაციას.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, გახარიას უწყებამ მომხდარზე პასუხი უნდა აგოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, აღნიშნავს, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები დიქტატორული მეთოდებია.

„ეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას და გასაგებია, რატომ ჩატარდა, ვითომდა, ეს სამარცხვინო სპეცოპერაცია. ეს არის იდიოტიზმი და ოროსნობა ზუსტად შსს-ს მხრიდან, როდესაც ნარკორეალიზატორებს ღამის კლუბების დარბევით ებრძვიან,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშირამდენად აუცილებელი იყო ძალის ასეთი დემონსტრაციული გამოყენება, მოვისმენ შსს-ს კომენტარს – აკაკი ზოიძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა